ვალენსიაში გამართულ ყრილობაზე “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დოკუმენტთან დაკავშირებით კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს:
“ეს არ არის პირველი რეზოლუცია. ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს, თუმცა კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ EPP მტრობს საქართველოს, ამ ქვეყნის მომავალს. ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, პირდაპირი მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ტიპის ბიუროკრატები, რა თქმა უნდა, ხელს ქვეყნის განვითარებას ვერ შეუშლიან”.
“ევროპის სახალხო პარტიამ” საქართველოს შესახებ მწვავე რეზოლუცია მიიღო -დოკუმენტში წერია, რომ EPP ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ლეგიტიმურ უფლებას, ევროპულ მომავალს და მათ ბრძოლას რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„ევროპის სახალხო პარტიის” მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის მოწოდება „ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების დასანქციებაზე“.