საბერძნეთში დააკავეს კაცი საქართველოდან, ვინც უკრაინის სამხედრო ტვირთებს ფოტოებს უღებდა – მედია

საბერძნეთში დააკავეს 59 წლის კაცი საქართველოდან, რომელიც ადგილობრივი სამართალდამცველი უწყებების თანახმად, სამხედრო ობიექტებს ფოტოებს უღებდა.
საბერძნეთის პოლიციისა და დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, კაცი საქართველოდან, რომელსაც საბერძნეთში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს, ამ მასალებს უგზავნიდა სხვა ადამიანს, რომელიც თავის მხრივ “დედა ს” ინტერესებით მოქმედებდა.
საუბარია იმ სამხედრო ტვირთების ფოტოგადაღებაზე, რომელიც საბერძნეთის საპორტო ქალაქ ალექსანდრუპოლისიდან ში უნდა გადაეტანათ.
59 წლის კაცმა საქართველოდან, განაცხადა, რომ ის მხატვარია და მას დაუკავშირდა პირი დანაშაულებრივი სამყაროდან და სთხოვა გადაეღო ფოტოები სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ტვირთებისთვის, რომლებიც მეტწილად უკრაინისთვის იყო განკუთვნილი. მას უთხრეს, რომ ეს დავალება “დედა რუსეთისთვის” იყო გამიზნული.
არსებული ინფორმაციით, ლიეტუვაში დააკავეს ის პირიც, ვისაც 59 წლის მხატვარი ფოტოებს უგზავნიდა.