ვინ დიზელს სექსუალური ძალადობისთვის სასამართლოში უჩივლეს

ვინ დიზელს ყოფილმა ასისტენტმა, ასტა იონასონმა სექსუალური ძალადობისთვის სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ PageSix წერს.
„ფორსაჟის“ ვარსკვლავის ყოფილი ასისტენტის თქმით, შემთხვევა 2010 წელს ატლანტაში მოხდა.
მისი თქმით, 56 წლის მსახიობმა ასტა თავის ოთახში კლუბიდან დაბრუნების შემდეგ სხვა ქალებთან ერთად მიიპატიჟა. მას შემდეგ, რაც სხვებმა დიზელის ოთახი დატოვეს, მან იონასონს მაჯაზე ხელი მოჰკიდა და ლოგინზე დააგდო.
მიუხედავად იმისა, რომ იონასონი თავის ყოფილ უფროსს ეხვეწებოდა გაჩერებულიყო, დიზელმა ქალს მკერდი გაუშიშვლა და კოცნა დაუწყო. იონასონის თქმით, რაღაც დროის შემდეგ მან დიზელისგან თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა, დიზელმა ის ისევ დაიჭირა და ძალადობა განაგრძო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა