ნინო ზაუტაშვილი: რეალური სივრცე ზუსტადაც რომ ყველაზე საჭირო პროექტი იყო საზოგადოებისთვის. მაგრამ მისი დახურვა დიდი ხნის წინ დაევალა ვასიკო მაღლაფერიძეს და მის გულითად მცველებს

“ახლა თბილისში არ ვარ, მაგრამ უნდა დავწერო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარცხვინო ბორდის და მენეჯმენტის დიდი ხნის გეგმის მიხედვით რეალურ სივრცეს ხურავენ. დითირამბებს უმღერიან ხალხურს და საჭირო პროექტად მოიხსენიებენ. სიმღერის წინააღმდეგი ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ თუ საჭიროებაზე მიდგა საქმე, რეალური სივრცე ზუსტადაც რომ ყველაზე საჭირო პროექტი იყო საზოგადოებისთვის. მაგრამ მისი დახურვა დიდი ხნის წინ დაევალა ვასიკო მაღლაფერიძეს და მის გულითად მცველებს, თინათინ ბერძენიშვილს, რუსუდან მანჯგალაძეს და ბელა ოსიპოვას.
ასე გააგრძელეთ გოგობიჭებო. ისე, ბონიემი გამოვიდოდა თქვენგან და აქციეთ გადაცემად. უდიდესი რეიტინგი გექნებათ.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. რეალურ სივრცეს თქვენ ვერ მოსპობთ, ის დიდხანს იცოცხლებს. შევხვდებით სადმე კონცერტზე. ტრადიციული ტექსტით დავამთავრებ, ვაი თქვენს პატრონს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ხიდაშელი – სოხუმიდან ფრენების ფონზე თავმოყვარე ხელისუფლება საპირწონე ზომებს მიიღებდა – ქვეყანას რომ ჰყავდეს პრემიერ-მინისტრი, მას უკვე გამოცემული ექნებოდა აქტი რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს