1 მაისს SOLO– მომხმარებლებს და არა მხოლოდ მათ, Jazz Club 1984-ში ბექა გოჩიაშვილის მუსიკალური საღამო ელით. ღონისძიება 21:00 სთ-ზე დაიწყება და მსოფლიოში აღიარებული ჯაზმუსიკოსები სტუმრებისთვის დაუვიწყარ შოუს გამართავენ. ესენი არიან:
· ბექა გოჩიაშვილი – პიანო;
· ლუკა თოფურია – კლავიში;
· ლევან დეისაძე – ბასი.
· სოსო ცაგარეიშვილი – დრამი;
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, SOLO და MasterCard Jazz Club 1984-ის გენერალური სპონსორები გახდნენ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებლები ექსკლუზიურად ისარგებლებენ მუდმივი, 20%-იანი ფასდაკლებით როგორც ჯაზკლუბის ბილეთებზე, ასევე ბარში.
Jazz Club 1984-ში ლაივ პერფომანსები რეგულარულად, ყოველდღე სრულდება და ის ყოველ საღამოს 21:00 საათზე იწყება. მსმენელის წინაშე კი სხვადასხვა დროს წარსდგებიან:
· ნუცი ნებიერიძე & New York Tbilisi connection;
· კახა ჯაგაშვილის კვინტეტი;
· ლუკა თოფურიას კვარტეტი;
· კემოს კვარტეტი;
· ხატია ქორიძის კვარტეტი;
· გიგი ცინცაძის ტრიო;
· გია რაქვიაშვილის კვარტეტი;
· ზურა რამიშვილის ტრიო;
· რეზო კიკნაძის კვინტეტი. 1 მაისის საღამოზე დასასწრებად ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე