მარია ზახაროვა – კიევის რეჟიმი ტერორისტულ თავდასხმებს პირდაპირ ეთერში გეგმავს – სამშვიდობო ძალისხმევას ძირს სწორედ ზელენსკი და მისი ექსტრემისტული ბანდა უთხრის, სწორედ ამას აკეთებენ კლასიკური ტერორისტები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, და „მისი ექსტრემისტული ბანდა“ სამშვიდობო ძალისხმევას ძირს უთხრიან.
„რა „ზავზე“ შეიძლება ვისაუბროთ ს რეჟიმის მხრიდან, როცა ბანკოვა [ქუჩა კიევის ცენტრალურ ნაწილში] პირდაპირ ეთერში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავს! ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო ძალისხმევას ძირს სწორედ ზელენსკი და მისი ექსტრემისტული ბანდა უთხრიან. ყოყოჩობენ კიდეც ამით. სწორედ ამას აკეთებენ კლასიკური ტერორისტები,“ – აღნიშნა ზახაროვამ.
ამ კომენტარით ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ განცხადებას, რომლის თქმითაც, რუსები შეშფოთებულნი არიან იმით, თუ როგორ ჩაივლის გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი აღლუმი.
„ახლა ისინი ღელავენ, რომ მათი აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ. მაგრამ უნდა იდარდონ იმაზე, რომ ეს ომი კვლავ გრძელდება. მათ ომი უნდა დაასრულონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.