“დგება შობა-ახალი წელი და დავდებ რამდენიმე კაბას, რომლებსაც გავაჩუქებ” – თათია შარანგიას საახალწლო საჩუქარი მის გამომწერებს – Marao
პიანისტი და ტელეწმაყვანი თათია შარანგია საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. მის საავტორო გადაცემას, “სთორის” კი უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. თათია ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელშიც, სადაც საკუთარ ცხოვრებასა და ყოველდღიურობას გამომწერებსაც უზიარებს. ამჯერად კი ქალებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ საკუთარი კაბების გაჩუქებას აპირებს.
თათია შარანგიამ ჯარჯი თორაძეზე 5 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე იქორწინა. მათი თანაცხოვრება ხმაურიანად დაიწყო, რადგან ქორწინებიდან რამდენიმე თვეში, სულ ცოტა ხნის წინ, თათია წერდა, რომ მისი და ჯარჯის სიყვარული დასრულდა. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს განცხადება, კამათის ნიადაგზე, გაბრაზებულმა დაწერა და მეუღლეს არც ერთი წუთით არ დაშორებია.
„ჯარჯი გახდა ჩემი საყრდენი. ემოციური ბალანსი. თითქოს ეს ემოციური ბალანსი 15 წუთში ჩამოინგრა. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ალბათ, დავასწარი მოვლენებს..
გამოხმაურებები რომ წავიკითხე, არამძაფრი რეაქცია მქონდა. ვიფიქრე, რომ ავაღელვეთ ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ და გვგულშემატკივრობენ.
ეს იყო ჯარჯისთან პატარა კონფლიქტი, მაგრამ მე ვარ ძალიან ემოციური ადამიანი და ჩამოიშალა დიდი სიყვარული, ერთ წამში დამთავრდა ჩემთვის და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის უნდა გამეზიარებინა ეს ამბავი. შეიძლება აფექტური იყო და შეიძლება შემეშალა, მაგრამ დავწერე.
სტატუსი ორ საათში წავშალე, მაგრამ განხილვა სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და რიგმა ადამიანებმა გვაჩვენეს თავიანთი ნამდვილი სახე. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, გავიგეთ, ვის ვუყვარვართ და ვის არა. შერიგება მარტივად მოხდა.
ჯარჯი ტორნადოსავით შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში. ზოგადად ასეთი ადამიანია. ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. სულ ვამბობდი, რომ კიდევ ერთხელ რომ მითხრას ვინმემ, რომ ოჯახი შევქმნათ და მე დავთანხმდე, ეს იქნება დიდი შეცდომა-მეთქი. მაგრამ ყველაზე დიდი გამართლება ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ ჯარჯის შევხვდი. მისი წყალობით ჩემს თავს დავუბრუნდი.
სასტიკად ერთნაირები ვართ. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ და რაც მთავარია, ვითვალისწინებთ. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები, რომ ბავშვობაში და ჩემს თავთან დამაბრუნა“ – ამბობდა თათია შარანგია.