მედია: ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკას ატარებს გამომძიებელი, რომელიც მამალაძის საქმის გამყალბებელი და ციანიდის ჩამდებია – გვარამია

“პირველების” ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკას გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი ატარებს. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ს თქმით,  ბაინდურაშვილის სახელი ე.წ. ციანიდის საქმეში ფიგურირებს.

გვარამია, რომელიც მამა გიორგი მამალაძის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ დავით ბაინდურაშვილი საქმის ფალსიფიკაციაშია მხილებული.

“ის არის, ვინც გააყალბა გიორგი მამალაძის საქმე და ჩამდები ამ შემთხვევაში ციანდის” – ამბობს გვარამია.

დავით ბაინდურაშვილი არის პროკურატურის წარმომადგენელი და არის ადამიანი, რომელმაც გააყალბა გიორგი მამალაძის საქმე და ჩამდები ამ შემთხვევაში ციანდის.

მაინტერესებთ საერთოდ რა ხდება? – ამბობს ნიკა გვარამია. 

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსთან არსებულ ვითარებას, “პირველების” კორესპოდენტის ცნობით,  35 ნომერთან პოლიციის დანაყოფების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

“პირველების” ინფორმაციით, ხალხის გადადგილებას ადგილზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე, რატი გარდაფხაძე აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილა თბილისში ჩხრეკების სერიით დაიწყო – ჩხრეკა დასრულდა ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. ბაჯელიძე 7 თვის ორსულია და როცა მის სახლში სამართალდამცელები შევიდნენ, 8 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

ჩხრეკა დასრულდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც.

მოგვიანებით პროკურატურამ ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. დაწერეს, რომ უწყების წარმომადგენლები 5 საქველმოქმედო ფონდში შევიდნენ.

პროკურატურის მიხედვით, ჩხრეკა „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“ ჩატარდა.