ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო აცხადებენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლების გაუქმება მიუღებელია

უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების, ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნების წესის შეცვლა მიუღებელია.
მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება პრემიერებმა ბრატისლავაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნებაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, ამ სახელმწიფოებისთვის სუვერენიტეტის წართმევას ნიშნავს.
„წარმოიდგინეთ, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ერთსულოვნება სავალდებულო არ არის. თუ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვერ შეძლებს საკუთარი ინტერესების წარმოდგენას, შესაძლოა ომში ჩაგვითრიონ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფიცომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვეტოს უფლების გაუქმება ევროკავშირის გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ნუ გადადგამთ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება ევროკავშირის დანგრევა გამოიწვიოს“, – განაცხადა ფიცომ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“