– უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით უახლოეს დღეებში რუსეთზე ზეწოლა გაიზრდება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მომდევნო რვა-ათი დღის განმავლობაში რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება, რათა უკრაინასთან ომში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ.
„მომდევნო 8-10 დღის განმავლობაში რუსეთზე ზეწოლის გაზრდას ვგეგმავთ. სიფრთხილეს ვინარჩუნებ, რადგან ამ განტოლების ნაწილი მოსკოვზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.
მან ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტი იქნება საომარი მოქმედებების დასრულების მისაღწევად.
მაკრონის თქმით, მოახერხა შეერთებული შტატები კრემლზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობაში დაერწმუნებინა, მათ შორის ახალი სანქციების შესაძლო დაწესებით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის ვატიკანში გამართულმა შეხვედრამ ხელი შეუწყო რუსეთზე ზეწოლის გაზრდას.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს