ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ისრაელის კიდევ რვა ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები დაღუპული ჯარისკაცების სახელებს აქვეყნებს. ოთხ მათგანი შტაბის სერჟანტია, ორი -უფროსი სერჟანტი, ორი კი – პირველის კლასის სერჟანტი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 152 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.
