პროტესტის 152-ე დღეს, პარლამენტთან აქცია კვლავ განახლდა და რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირი დატოვა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
