ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების გათავისუფლების მცდელობებთან დაკავშირებით ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ლიდერმა „ვრცლად განიხილა „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების მცდელობები.“
შეგახსენებთ, ღაზაში „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე დაკავებული 240-მდე მძევალი იმყოფება. მათ შორის არიან აშშ-ის მოქალაქეებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი