ნიკა მელია ბრალის წარდგენაზე – აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ

ყველა აქტიური ადამიანის, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაშია ჩართული, გზები დროდადრო ე.წ პროკურატურაზე, სასამართლოზე და ციხის საკნებზე გადის – აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში შევხვდებით გვერდითა შენობაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, იძულებულია, რომ რეპრესიები გაზარდოს.
„ყველა აქტიური ადამიანის, ვინც კი უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაშია ჩართული, გზები დროდადრო ე.წ პროკურატურაზე, სასამართლოზე და ციხის საკნებზე გადის, თუმცა ეს დროებითია. ივანიშვილი ხვდება, რომ ნახევრად დემოკრატიული წყობა, ანუ ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმი მისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან შესაძლოა, ხალხის რისხვა ისე დაატყდეს თავს, რომ ხელისუფლება დაკარგოს, ამიტომ იძულებულია, რომ რეპრესიები გაზარდოს.
რაც უფრო მეტ რეპრესიულ ნაბიჯს გადადგამს ივანიშვილი, რაც არ უნდა პესიმისტურად უნდა იყოს ხალხი განწყობილი ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არ შეცვლასთან დაკავშირებით, ეს რეჟიმი შეიცვლება. საქართველოს მოქალაქე – საბჭოთა საქართველოს მოქალაქე ვერ გახდება.
რაც შეეხება ბრალს, აბსურდული და უკანონოა ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში შევხვდებით გვერდითა შენობაში [საქალაქო სასამართლოში]“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.
ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.
აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.
ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.