დათო დოიაშვილი: არ ვფიქრობ ჩემზე, არ ვფიქრობ თეატრზე იმიტომ, რომ ბევრად სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს არის 50 კაცი, რომელიც მართლა მე-5 თვეა, უდანაშაულოდ ზის ციხეში

“მართლა ვამბობ ამას, ყველანაირი იმის გარეშე, არ ვფიქრობ ჩემზე, არ ვფიქრობ თეატრზე იმიტომ, რომ ბევრად სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს არის 50 კაცი, რომელიც მართლა მე-5 თვეა, უდანაშაულოდ ზის ციხეში და ნუ, განსაკუთრებით, ახლა ჩემი ტკივილი ანდროა [ჭიჭინაძე] იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ, ანდრო არის რაღაცა მაგალითი ჩემთვის, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო, ფიზიკურად, ბუნებაში არ არსებობს რაღაცა, რომ როგორ ავხსნა, დაეშავებინა.
ის სამნახევარი წელიწადი, რაც იყო თეატრში, უბრალოდ, ძაან ხშირად ასე ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ახლა არ შეიძლება ადამიანი ასეთი დადებითი იყოს, სადღაც იტყუება, არ შეიძლება, რომ ყველას უყვარდეს, არ შეიძლება უბრალოდ, ნუ, აი, შეუძლებელია, მაგრამ ის ეს ადამიანი იყო. ამიტომაც მაქვს ეგ ენერგია და მაქვს თვითრწმენა და მაქვს ეგ გამბედაობაც და მაქვს ბრძოლის უნარიც იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანისთვის უნდა აუცილებლად იბრძოლო. თუმცაღა, სულ ვფიქრობ, რომ რომ არა ანდრო და სხვა ყოფილიყო ჩემი თეატრიდან, აუცილებლად იგივეს გავაკეთებდი, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი” | ამბობს დავით დოიაშვილი TV პირველის ეთერში
შეგახსენებთ, რომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს. მიზეზად კი “ვალდებულებების შეუსრულებლობას” დაასახელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)

ზაზა ბიბილაშვილი: კალაძემ, რუსულენოვან ბლოგერს “აბსოლუტურად შემთხვევით” შევხვდი, კაფეში ყავის საყიდლად(!) შევედი და იქ მოვიდაო. “შემთხვევით” რომელიმე უკრაინელი ბლოგერი ან ამერიკელი ჟურნალისტი რომ შეხვედროდა, მიატოვებდა საქმეს?