თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.
პროტესტის 151-ე დღეს, თბილისში, აქცია/მსვლელობები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 საათზე აქცია გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო 20:00 პარლამენტთან.
რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:
გორი – 17:00 საათზე, საკრებულოს წინ აქცია გაიმართება ლოზუნგით – „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი !“.
ახალციხე – 18:00 საათზე აქცია გაიმართება, შოთა რუსთაველის ძეგლთან;
– 19:00 საათზე, აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან გაიმართება ლოზუნგით – „სამშობლოს სამსახურში!“;
ზუგდიდი – სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით – „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“;
თელავი – მერიის წინ, აქცია დაგეგმილია 19:00 საათზე;
ქუთაისი – მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“;
ჩხოროწყუ – მერიის წინ, აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით – „გაბედე პროტესტი ყოველდღე“.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა