ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს და კირ სტარმერს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
„ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი პირისპირ საუბრობენ სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ“, – წერს სიბიგა.
მისივე ინფორმაციით, ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერსაც შეხვდა.
„პრეზიდენტი ზელენსკი აგრძელებს აქტიურ მუშაობას მოკავშირეებთან და ვატიკანში პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს“, – წერს სიბიგა.
მანამდე, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
შეგახსენებთ, ლიდერები ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს