დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება

“თავისუფლების მსვლელობა – პროტესტის 150 დღე!” დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება. წინა აქციებისგან განსხვავებით, როდესაც პროტესტის მონაწილეები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამჯერად მთავარი მოთხოვნად უკვე ხელისუფლების გადადგომა იქცა.
“ჩვენ ვიქცევით ნორმალურად, ისინი იქცევიან არანორმალურად, ხალხის ჯინაზე იქცევიან. ყველა პროტესტში მივიღებ მონაწილეობას, არ დასრულდება ეს პროტესტი. ადგილობრივ არჩევნებს ესენი ვერ ჩაატარებენ, არც იმისა, რომ პატიმრები გამოუშვან იმის ვაჭრობით, რომ ჩავატარებინოთ. სხვა გეგმებიც განხორციელდება, იმიტომ რომ მოვიდა ჩვენი გაზაფხული და მაგთთვის მოვა ჭექა-ქუხილი.” – აცხადებს პატიმარ თორნიკე გოშაძის დედა მარიზი .
“5 თვის თავზე ჩვენ ვითხოვთ, რომ ოცნების მთავრობა გადადგეს. ღარიბაშვილს გაყვეს “ოცნების” ყველა წარმომადგენელი,”- აცხადებენ პატიმარ არჩილ მუსელიანის ოჯახის წევრები.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა