„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა“ – დიდუბის მეტროდან პროკურატურისკენ მსვლელობა დაიწყო

„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ამ ორი ძირითადი მოთხოვნით დაიწყო აქცია-მსვლელობა თბილისში დიდუბის მეტროდან თბილისის პროკურატურამდე.
დემონსტრანტებმა დღის სამი საათისათვის გადაკეტეს საავტომობილო გზის რამდენიმე ზოლი წერეთლის გამზირზე, ჯანდაცვის სამინისტროს წინ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დემონსტრაცია გაივლის დიღმის მასივში გრიგოლ რობაქიძის გამზირს და გზას გააგრძელებს აღმაშენებლის ხეივნით, – სადაც მდებარეობს თბილისის პროკურატურა. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით სამი კილომეტრია.
აქციაზე შეკრებილები არიან პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული დემონსტრანტების მშობლები, ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები.
აქციას სწორედ დაკავებულთა მშობლები მიუძღვებიან.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „საქართველო ადექი, აჯანყდი“, „საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუსჯელი“, – სკანდირებენ დემონსტრანტები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ