თეთრი სახლის ოფიციალური პირი – დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა, – ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა სტივენ ჩუნგმა.
ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა. ახლა ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადაც პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს