როგორია ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
ს ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 6.88%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 57.50 გირვანქა სტერლინგია.
ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 6.31%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 45.50 გირვანქა სტერლინგი ღირს.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი კვირის ჭრილში 14.22%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 15.90 გირვანქა სტერლინგია.
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 2.83 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, “თიბისი ბანკის ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია კი740.96 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, “საქართველოს ბანკის ჯგუფის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო “თიბისი ბანკის ჯგუფის” აქციების ფასმა 3.53%-ით იმატა, ხოლო “საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი 4.33%-ითაა გაზრდილი.
როგორ ლავირებს ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ “კომერსანტის” სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart