ტრამპის თქმით, კანადისა და გრენლანდიის აშშ-ს შემადგენლობაში შესვლაზე არ ხუმრობს

აშშ-ს პრეზიდენტის, ს თქმით, კანდისა და გრენლანდიის -ს შემადგენლობაში შესვლაზე არ ხუმრობს. ამის შესახებ ტრამპმა გამოცემა Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. “ვფიქრობ, გრენლანდია საკმაოდ კარგად იქნებოდა, თუ… ვფიქრობ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით. კანადა საინტერესო შემთხვევაა, რადგან აშშ მის დახმარებაში წელიწადში $200-დან $250 მილიარდამდე კარგავს” – თქვა მან ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ს არ ჭირდება კანადის ხე-ტყის რესურსები და არ სურს, რომ მათი ავტომობილები კანადაში იწარმოებოდეს, არამედ აშშ-ს სურს, რომ საკუთარი ავტომობილები თავად აწარმოოს. “ერთ კაცს, რომელსაც გუბერნატორი ტრუდო დავუძახე ვკითხე: ‘რატომ? რატომ გგონია, რომ თქვენ მხარდაჭერაში ამდენ ფულს ვკარგავთ? ფიქრობ, რომ ეს სწორია? ფიქრობ, რომ სხვა ქვეყანამ თქვენი ქვეყანის შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს?’ – და მან პასუხის გაცემა ვერ შეძლო” – თქვა ტრამპმა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ