“ოცნება, ისედაც უმუშევრობაში, საკონტროლო გასროლას გვიკეთებთ?” – თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, “ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე:
ოცნება. საერთოდ აზრზე ხართ რას აკეთებთ? იაფი მუშახელის გამო ცლით ქართველებისგან საქართველოს? ისედაც უმუშევრობაში, საკონტროლო გასროლას გვიკეთებთ?
მალე დაგასრულებთ.
ცნობისათვის, 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა  კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. 17 აპრილის მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს, დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს,საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)