2025 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

იმ მასწავლებლების გამოსავლენად, რომლებსაც განათლების სფეროში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეცხრედ ხორციელდება. პროექტის მთავარი მხარდამჭერი ა.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, 23 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით ნომინირება გაუწიოს მასწავლებლებს ან თავად წარადგინოს აპლიკაცია ვებგვერდზე www.tprize.ge

მასწავლებლების ნომინირება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

მასწავლებლების ჯილდო სამ ეტაპად გაიმართება:

  • კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება;
  • მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ათეული შეირჩევა;
  • მესამე ეტაპზე ხუთი ფინალისტი დასახელდება.

5 ოქტომბერს – მასწავლებლის მსოფლიო დღეს კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება.

კონკურსანტთა შერჩევა 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდება. ჟიურის წევრები არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები – EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge