კიევში 25 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში, ს მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ს მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა დედაქალაქზე მტრის მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად“, – აღნიშნა კლიჩკომ.
რუსეთმა 24 აპრილის ღამეს ზე, დრონებითა და რაკეტების გამოყენებით, მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.