„ზეწოლა მოსკოვზე უნდა იყოს და არა კიევზე” – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის რეგიონებსა და დედაქალაქ კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის შემაფერხებელი ის არის და არა .
მინისტრის თქმით, რუსეთმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიზანში ამოიღო სამოქალაქო მოსახლეობა კიევში და სხვა რაიონებში.
„ზეწოლა მოსკოვზე უნდა იყოს და არა კიევზე“, – დაწერა დღეს, 24 აპრილს სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინის მოქმედებები აჩვენებს, რომ ის პატივს არ სცემს მშვიდობის დამყარების ძალისხმევას და მხოლოდ ომის გაგრძელება სურს, ამიტომ სისუსტე და დათმობები ტერორს და აგრესიას ვერ შეაჩერებს და მხოლოდ ძალა და ზეწოლაა საჭირო.
24 აპრილს, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მასირებული შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
კიევში დაღუპა სულ მცირე 9 ადამიანი და 70-ზე მეტი დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…