გაერთიანდებიან თუ ცალკე იქნებიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი იცვლება – მაკა ბოჭორიშვილი “სუპერ პაკის” ინიციატივის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის “სუპერ პაკის” შექმნის ინიციატივას ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. მმართველი გუნდის წევრები კი ყოფილი პრეზიდენტის ახალ იდეას სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ პარტია დაღუპვის პირასაა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ენმ დაშლილი პარტიაა.
“ენმ-ს პოლიტიკურ სცენაზე დარჩენა წარმოუდგენელია. ეს პარტია არის დაშლილი და გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პარტიის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, არის ფარსი, ენმ- დან ყველა გამოყოფა კი არის დიდი ფიასკო. “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხანია ამორტიზირებულია,” – აცხადებს მათიკაშვილი.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ენმ-ს გაერთიანება ან ცალ-ცალკე ყოფნა პოლიტიკურ ველზე არაფერს შეცვლის.
“რასაც ვუყურებთ, არის აბსოლუტური სიცარიელე. გაერთიანდებიან თუ ცალკე იქნებიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი იცვლება. მათ თუ არ შეცვალეს პოლიტიკური ბრძოლის შინაარსი, ყველაფერი იქნება იგივე,” – აცხადებს ბოჭორიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვთქვათ გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუს-მა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო. ამ ფოტოზე, მათ შორის თქვენ ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუს-მა ბეტონი დაალბო წინასწარ, რომ ღობესთან ერთად ისიც მარტივად გადანგრეულიყო?

არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს – ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია, ტოპტვინები აშკარად შენელდნენ