აქციაზე დაკავებული ლევან ზაზაძისთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა – ადგილი ჰქონდა სასამართლო დარბაზში მყოფ პირებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლას

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას მისი ახლობლებისა და მეგობრების უკმაყოფილება მოჰყვა.
სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ერთი პირი, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ უცენზურო სიტყვებს იყენებდა. ამის შემდეგ მანდატურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური შეხლა -შემოხლა მოხდა, რა დროსაც ერთი პირი შეუძლოდ გახდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და ცდილობენ სიტუაციის განმუხტვას.
ლევან ზაზაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 2 დღის წინ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას