ირაკლი ზარქუა – ნახეთ, რა დღეში ჩავარდნენ რადიკალები – ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა – ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ

ნახეთ, რა დღეში ჩავარდნენ რადიკალები – ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა – ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა, რითაც ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეუთო-ს გენერალური მდივანიც ზუსტად იმ მიდგომას იზიარებს, რომ სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია.
„[ეუთოს გენმდივანმა] თქვა, რომ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში მშვიდობის საწინდარია. ჩვენი ნამდვილი მეგობრები მოვლენებს ზუსტად და სწორად აფასებენ. ჩვენი მხრიდან ითქვა, რომ ჩვენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ბუნებრივია, ბოლომდე გავითვალისწინებთ.
რაც შეეხება რადიკალებს – ნახეთ, რა დღეში არიან და რა დღეში ჩავარდნენ. ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა. ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ამას ჩვენმა სტუმარმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. რაც შეეხება უსამშობლოებს და რადიკალებს, მათი ამოცანა რაც იყო ქაოსი, არეულობა, დაძაბულობის შემოტანა და შემდეგ ამაზე ხელის მოთბობა. ეს არ გამოუვათ და ყოველთვის ასე იქნებიან, ჩუმაც წყნარად, სოროებში – იქ იჩურჩულონ და იბუტბუტონ. საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ყველგან და ყოველთვის,“ – განაცხადა ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ