რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, დაღუპულია 9 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი ლისაკის ცნობით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში დრონების გამოყენებით ავტობუსს დაარტყეს, რომელშიც ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
„მტრის თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო ინფორმაციით, 30 ადამიანი დაშავდა“, – წერს ლისაკი „ტელეგრამის“ არხზე.
ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლსაც შეუტიეს, თუმცა თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!