ზურაბ წერეთელს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს თბილისში, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ, – განაცხადა მოქანდაკის შვილიშვილმა ვალის წერეთელმა.

მისივე თქმით, წერეთელთან გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს ჩატარდება.

ზურაბ წერეთელი დღეს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ წერეთელი დაიბადა 1934 წლის 4 იანვარს თბილისში. 1958 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1979 წელს ის საქართველოს სახალხო მხატვარი გახდა. 1980 წელს წერეთელს საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვრის წოდება მიენიჭა.

2002 წელს ის გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. ბოლო პერიოდში წერეთელი რუსეთში მოღვაწეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?