– ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა – ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
„რეგიონში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების გამწვავების ფონზე, ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა”, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვარს, საპროტესტო აქციაზე ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება ფაქტს, როცა მზია ამაღლობელმა ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?