უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა მთელი ჩემი ცხოვრების პატივია, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გამოსამშვიდობებელ მიმართვაში აცხადებს.
კიევში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა X-ზე გავრცელებულ ვიდეოში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ის მიერ გაწეული მხარდაჭერის შედეგები შეაჯამა.
„უკრაინამ სამართლიანად მოიპოვა მამაცი ერის რეპუტაცია, რომელიც ევროპას ეკუთვნის. სუვერენული პარტნიორი, რომელიც ძლიერი, მტკიცე და ნოვატორია. მაგრამ სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ მხარს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ვუჭერთ“, – აცხადებს ბრიჯიტ ბრინკი.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. ბრიჯიტ ბრინკმა უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა 2022 წლის მაისში დაიწყო.
