ვლადიმერ პუტინი – ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის საკითხს პოზიტიურად ვუდგებით – კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს

რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს ყოველთვის პოზიტიურად უდგება. ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„სააღდგომო ზავის ინიციატივით ამიტომაც გამოვედით. საუბარია აღდგომის წმინდა დღეებზე, ეს ყველა ქრისტიანისთვის დღესასწაულია. ჩვენ ყოველთვის ამის შესახებ ვსაუბრობდით, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის საკითხს პოზიტიურად ვუდგებით. ვიმედოვნებთ, რომ ს რეჟიმის წარმომადგენლებიც ასე მოიქცევიან. ახლა ვხედავთ, რომ კიევი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივის მითვისებას ცდილობს და ჩარჩოს გაფართოებაზე საუბრობს, როგორც დროის, ისე სამიზნე ობიექტების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
13 აპრილს რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშსაც გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც სუმში 35 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა.
„კიევის რეჟიმი სამოქალაქო ობიექტებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს“, – აღნიშნა პუტინმა.