ლევან ღამბაშიძე: დღეს ვიღაც პოლოციელი დემონსტრანტებზე ამბობდა, ეგენი ურწმუნოები არიანო

“დღეს ვიღაც პოლოციელი დემონსტრანტებზე ამბობდა, ეგენი ურწმუნოები არიანო.
კარგად რომ გავიაზროთ: ადამიანი, რომელიც უმოწყალოდ სცემს ხელშეკრულ თანამოქალაქეებს, ბილწსიტყვაობს, ცრუმოწმეობს, კერპად აქვს ქცეული პარტია და ხელფასის გამო ნებისმიერ მცნებას დაარღვევს, აი ეგ ადამიანი ურწმუნოს უწოდებს ხალხს, რომლებიც უსამართლოდ დატყვევებული თანამოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
და რატომ იცით? რიტუალის გამო. თურმე აღდგომა დღეს სახლში უნდა იყო. და აღდგომა დღეს მისი შვილი რომ ციხეში იყოს, ისიც მშვიდად მიუჯდება სუფრას?
ზოგადად ყველაფერში ასე არიან. რუტუალებში ხედავენ რწმენას და არა ქმედებებში. არა და არცერთი ქმედება არ არის მორალურად მნიშვნელოვანი, რომელიც სხვა ადამიანს არ ეხება.
საბოლოო ჯამში იქ გადაწყდება ვინ იცხოვრა რწმენით და ვინ რწმენის გარეშე, თუმცა ამის აქ განსჯისთვის ინსტრუქციაც გვაქვს მოცემული:
“10. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
11. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
13. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
14. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.”
ლუკა, 18:11″ – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .