ჯო ბაიდენი – პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო – ის ყველას პაპი იყო, ის ხალხის პაპი იყო

პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო, – ასე ეხმაურება -ის ყოფილი პრეზიდენტი, ს გარდაცვალებას.
„ის ყველა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იყო. ათწლეულების განმავლობაში არგენტინაში დაუცველ ადამიანებს ემსახურებოდა. როგორც რომის პაპი ის მოსიყვარულე მოძღვარი და მასწავლებელი იყო, რომელმაც სხვადასხვა აღმსარებლობებს ხელი გაუწოდა. ის უძლური ადამიანების დამცველი იყო. ხელს უწყობდა თანასწორობის გავრცელებასა და მთელ მსოფლიოში სიღარიბისა და ტანჯვის დასრულებას. რაც მთავარია, ის ყველას პაპი იყო. ის ხალხის პაპი იყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
რომის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას აშშ-ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც გამოეხმაურა.
„თავისი თავმდაბლობითა და ჟესტებით, რომელიც ერთდროულად მარტივი და ძლიერი იყო, მან შეგვახსენა, რომ ღმერთისა და ერთმანეთის წინაშე ჩვენ მორალური ვალდებულებები გვაკავშირებს“, – დაწერა ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო