ირაკლი მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად წუხელ, სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში და იქვე აღნიშნავს: “სააღდგომო ლიტურგიას დავესწარი. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოვისმინეთ. ლიტურგიაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი , პარლამენტის თავმჯდომარე , თბილისის მერი , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა