დიდმა ბრიტანეთმა ფოლადის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული შეიძინა

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, საკმარისი ნედლეული შეიძინეს ფოლადის წარმოების შეუფერხებლად გასაგრძელებლად.
ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბრიტანეთში გაჩნდა ეჭვი, რომ მთავრობის გადაწყვეტილება – ჩინელი მფლობელებისთვის კონტროლის უფლება ჩამოერთმიათ ფოლადის მწარმოებელ კომპანია British Steel-ზე – დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის დაძაბულობას გამოიწვევდა, ხოლო ფოლადის წარმოებას შეამცირებდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დეპუტატები საგაზაფხულო არდადეგებიდან გამოიწვია, რათა პარლამენტში მიეღოთ საგანგებო კანონმდებლობა, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, მართოს British Steel.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კომპანიაზე კონტროლის მოპოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ British Steel-ის მფლობელი კომპანია ჩრდილოეთ ინგლისში ფოლადის წარმოების დახურვას ცდილობდა.
წყარო: euronews georgia

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას“ – ეკონომიკის სამინისტრო