ლონდონის King’s College-ის მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის კბილის გაზრდა შეძლეს, რასაც რეგენერაციულ სტომატოლოგიაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია

ლონდონის King’s College-ის მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის კბილის გაზრდა შეძლეს, რასაც რეგენერაციულ სტომატოლოგიაში რევოლუციის მოხდენა შეუძლია
ლონდონის King’s College-ის მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ადამიანის კბილის გაზრდა შეძლეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სპეციალისტების თქმით, ლაბორატორიაში შექმნილი კბილები ბუნებრივად ინტეგრირდება პირის ღრუში, როგორც ნამდვილი კბილები.

იმპლანტებისგან განსხვავებით, ისინი გამოირჩევიან სიმყარით და ხანგრძლივად ძლებენ. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ორგანიზმთან შეუთავსებლობა გამორიცხულია.

King’s College-მა ლონდონის Imperial College-თან ერთად, წარადგინა სპეციალური მასალა, რომელსაც ლაბორატორიულ პირობებში კბილის შესაქმნელად იყენებენ.
წყარო: imedinews.ge