ჯო უილსონი: ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა

შშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდებს.
 „როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, მოვუწოდე ეუთოს გენერალურ მდივან სინირლიოღლუს თბილისში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკენ. ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან აღქმული იქნება, როგორც მათი ტირანული მმართველობის მხარდაჭერა. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართული ხალხის გვერდით!”. – წერს უილსონი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი