გიორგი ჟამერაშვილი: წამით არ მწყდება გული იმაზე რომ ვიზალიბერალიზაცია შეიძლება გაუქმდეს რადგან ეს დავიმსახურეთ

“წამით არ მწყდება გული იმაზე რომ ვიზალიბერალიზაცია შეიძლება გაუქმდეს რადგან ეს დავიმსახურეთ.
რადგან ს გაყალბებამ მაქსიმუმ ათი ათას კაციან პროტესტზე გადაიარა, მათშორის იყო ოპოზიციის პროტესტის გეგმა, რაც პირველ ეტაპზე ჭავჭავაძის პარალიზებას მოიცავდა. თუმცა ამ პროტესტამდე ოპოების ვერ შეთავაზებული დღის წესრიგიც არ უნდა დავივიწყოთ.
პროცესი მ 28 ნოემბერს გამოაცოცხლა და ბოლოს ამასაც შევეგუეთ, ახლა ეს პროტესტიც მაქსიმუმ ათი ათას კაცზე ტყდება.
ამაზე წერენ იმედი აღარ არის და ამიტომ არ იბრძვის ხალხიო, რაზეც მეცინება. უკრაინელები ომში რო არიან და ყოველდღე ხალხს უხოცავენ უნდა დასხდნენ და მოთქმა დაიწყონ იმედი არააო?!
დავიმსახურეთ იმიტომ რომ აგერ მეხუთე თვეა ოპოზიცია ვერ გაერთიანდა, რამდენიმე დღის წინ “წინაამღდეგობის პლატფორმაო” და ისიც რას შვრება ახლა არავინ იცის, პლატფორმის ხელმძღვანელი კი დღეს წყლის დაწყვეტაზე ნერვიულობს.
დავიმსახურეთ იმიტომ რომ კომფორტზე ერთი კვირით ვერ ვთქვით უარი და ვერ გავიფიცეთ. კომპანიები რომლებიც, პირველჯერზე გაიფიცნენ და დიდია ამბით აწერდნენ პეტიციას ხელს ისე გაქრნენ ჰორიზონტიდან როგორც ზარქუას ვარდისფერი ფლამენგო დუბაის ამბების შემდეგ.
არადა ისევ ის მთავრობაა, სიტუაციაც ბევრად მძიმეა, ბევრი დაჯარიმებულია, ბევრი სამსახურის გარეშეა მაგრამ “თავისუფალი ბიზნესი” დუმს
დავიმსახურეთ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რადგან თან არალეგიტიმურებს, რუსებს ვეძახით და თან მათგან გადმოგდებულ კონცერტზე სადაც ჯასტინ თიმბერლეიქი ჩამოდის ბილეთები 3 საათში ამოვყიდეთ.
ვიმსახუბრეთ რადგან ნაკრების თამაშზე გერმანიაში რომ წავსულიყავით, ვალები ავიღეთ თუმცა როცა პოლიციამ რუსთაველზე თავპირი დაგვამტვრია, მათგან სიჩუმე მივიღეთ. ამაზე საკმარისად არ გავბრაზდით და სტადიონები მაინც შეივსო, თანაც ისე თითქოს არაფერი ხდება ქვეყანაშიო. ჰოდა ახლა მოგვიწევს საყვარელი ფეხბურთელების თამაშებზე წასასვლელად ვიზის რიგში დგომა და იქნებ მერე მაინც არ აგინოთ იმ ხალხს, ვინც მათგან პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვდა.
ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ბევრ ისეთ ადამიანს შეაწუხებს და ხმას ამოაღებინებს, ვისაც ჩვენი თავპირის დამტვრევა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მათ თავად შეეხება. დიახ, ამას ჰქვია რეჟიმის შენს კარზე მოდგომა.
მე სულ ფეხებზე მკიდია უვიზო გვექნება თუ არა, რადგან ამ ქვეყნის დატოვებას და სხვაგან საცხოვრებლად გადასვლას არ ვაპირებ. ბოლოს და ბოლოს თუ არაფერი გამოვა, წავალ სოფელში, მოვკიდებ ჩემს თოხს ხელს და ჩავუდგები კვალს თავში.
თუმცა მანამდე დამიჭერენ, მომკლავენ თუ თავისუფალი ვიქნები სულ ერთია რადგან ბრძოლაში ვარ და ამ ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვება მინდა.
ამიტომ ან გამოდით და იბრძოლეთ ან უბრალოდ შეეგუეთ იმას რომ ჩრდილო კორეა ვხდებით, თან როგორც ჩანს ბევრისთვის მსგავსი მდგომარეობა საინტერესო აღმოჩნდა, რაზეც სოსო ერაუნდ ზი ვორლდის ვიზიტზე გამოხმაურებაც მოასწავებს,” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ჟამერაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით