ზელენსკიმ ჩინეთი რუსეთის იარაღით მომარაგებაში დაადანაშაულა – უკრაინამ ჩინურ კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის, სამ ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, სანქცირებული სუბიექტების განახლებული სია გამოაქვეყნა, სადაც ჩინეთში რეგისტრირებულად მოხსენიებული კომპანიებია დამატებული. კერძოდ, Beijing Aviation And Aerospace Xianghui Technology Co. Ltd, Rui Jin Machinery Co. Ltd და Zhongfu Shenying Carbon Fiber Xining Co. Ltd. ს არ დაუკონკრეტებია თუ რატომ დაემატნენ აღნიშნული კომპანიები სანქცირებულთა სიას.
მანამდე, ხუთშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის მთავრობას ჰქონდა მტკიცებულება, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არტილერიას და დენთს აწვდიდნენ და რომ ჩინური ორგანიზაციები ს ტერიტორიაზე გარკვეულ იარაღს აწარმოებდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს, ზელენსკის ბრალდება უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია