გია ვოლსკი – კაია კალასი სიმპათიური ქალია, მაგრამ რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს – არავინ ეკითხება კაია კალასს, რატომ აკეთებს მისი ქმარი ბიზნესს რუსეთში, რატომ იშოვა მილიონობით დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს

იმდენად დარღვეულია ყველა პრინციპი, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შავი ფული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება წესების მიხედვით უნდა მოხდეს, მათ შორის უპირველესია გამჭვირვალობა.
„ჩვენ უკვე გავცდით იმ ფაზას, როდესაც ვლაპარაკობთ გარკვეულ სტანდარტზე, იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციები. არსებობს გარკვეული წესები, მათ შორის გამჭვირვალობა არის უპირველესი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს თანხა ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს.
იმდენად დარღვეულია ყველა პრინციპი, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ფული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შავი ფული. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ წარსული გამოცდილებიდან, რომ ეს ფული კვლავაც მოხმარდება პროცესების რადიკალიზაციას, რაშიც საფრანგეთი გარკვეულწილად არის დაინტერესებული. მას თავისი პრაგმატული ინტერესი გააჩნია“, – განაცხადა მან.
ამასთან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ევროკავშირის კანდიდად ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა.
„საქართველოს აქვს ეროვნული ინტერესები და საქართველოს ეროვნული ინტერესები არ არის ცეცხლის ალში გახვევა. ეროვნული ინტერესები როგორც კი დაუპირისპირდება სხვა ინტერესებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესები უპირველესი იქნება. საქართველოს ეროვნული ინტერესებია დეოკუპაცია, ევროპული ინტეგრაცია და სტაბილურობის შენარჩუნება. ამ სამივე მიმართულებით ვჯობივართ ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას… ასევე, წინ ვართ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის პოლონეთზეც. გადახედეთ მსოფლიო ბანკის მონაცემებს და დარწმუნდებით. ბევრ რამეში ვჯობივართ პოლონეთს“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის გარკვეული ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და უმჯობესია უპასუხოს კითხვას, თუ რატომ აქვს ბიზნესი მის ქმარს რუსეთში.
„რაც შეეხება კაია კალასს, სიმპათიური ქალია. არის გარკვეული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან გარკვეულ მიზანს. მათ შორის არის კაია კალასიც. რასაც ჩასძახებენ, იმას ამოიძახებს. არავინ ეკითხება კაია კალასს, რატომ აკეთებს მისი ქმარი ბიზნესს რუსეთში. რატომ იშოვა მილიონობით დოლარი მას შემდეგ, რაც ს დაესხა თავს“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით