ნიკა გვარამია: იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება!

„იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება! აბა რუსეთთან შეკრულ და ირანთან და ჩინეთთან გადაფსკვნილ, ევროპის მაგინებელ და დამაზიანებელ ავტოკრატიულ რეჟიმს, ს მომპარავ, ხალხის დამრბევ და ციხეში ჩამყრელ დემოკრატიის დამაქცევრებს უვიზოს არავინ არ დაუტოვებს. თავი არ მოვიტყუოთ და სხვას არავის დავაბრალოთ! უვიზოს მოხსნა = ბიძინას! ცეცხლი ოლიგარქიას!“,- წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში.
⭕ გუშინ, 17 აპრილს, უვიზო მიმოსავლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ,- „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“
⭕ პაპუაშვილის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის კომენტარი, გავრცელებული თავისივე ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე, რომელშიც სუბარი ამბობს, რომ „ნამდვილად არ აქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს“, დღეს უკვე იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რომელშიც წილოსანი წერს, რომ მართალია უვიზო მიმოსვლა კომფორტულია, მაგრამ „თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით