ნანუკა ჟორჟოლიანი: მივმართავ ყველას… დაიწყეთ საჯარო საუბრები, ლაივები, დისკუსიები თემაზე, რატომ გვიხსნიან უვიზოს

“მივმართავ ყველას, ყოფილ ელჩებს, ლექტორებს, მასწავლებლებს, ექიმებს, ყველა პროფესიის ადამიანებს.
დაიწყეთ საჯარო საუბრები, ლაივები, დისკუსიები თემაზე, რატომ გვიხსნიან უვიზოს.
დაიწყეთ ხალხთან საუბარი ამ თემაზე.
ყველგან ეს თემა უნდა იყოს.
კარგად უნდა ავუხსნათ რომ ქართული ოცნება გვართმევს ძალიან ძვირფას მონაპოვარს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისათვის, უვიზო მიმოსავლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ,- „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“
კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმაც: ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც “დიფ სთეითი” ცდილობს.
ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა: უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში — ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია .. თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება