The New York Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ამერიკელებისთვის ხელოვნური ინტელექტის ჩინური კომპანიის DeepSeeK-ის სერვისებზე წვდომის შეზღუდვას.
ასევე, აშშ-მა შესაძლოა შემოიღოს ზომები, რაც აუკრძალავს DeepSeek-ს ამერიკული ტექნოლოგიების შეძენას.
15 აპრილს, ნახევარგამტარების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ, Nvidia-მ განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება ლიცენზიის გარეშე, ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ჩინეთისთვის მიყიდვას კრძალავს. ხოლო ოთხშაბათს, 16 აპრილს ჩინეთის კომუნისტური პარტიის საკითხებზე აშშ-ს სენატის კომიტეტმა Nvidia-ს მიერ აზიაში ჩიპების გაყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიების მიზანია, დაადგინოს, კომპანიამ განზრახ მიაწოდა თუ არა ჩინურ DeepSeek-ს აუცილებელი ტექნოლოგიები, რითიც მათ ხელოვნური ინტელექტის შექმნა შეძლეს.
tabula.ge
