პოლონეთი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

პოლონეთი „ოპოზიციის რეპრესიებისთვის“ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე.
პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს