ოპოზიციონერ აქტივისტ გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს, გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს 31 მარტს მომხდარ ინციდენტზე.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
31 მარტს გელა ხასიას პოლიცია პარლამენტთან ჩანთის გახსნას სთხოვდა შემოწმების მიზნით, რაზეც ეს უკანასკნელი არ დათანხმდა და მისი გარეგანი დათვალიერება მოითხოვა.
ამის შემდეგ აქტივისტი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. როგორც პოლიციელები ადგილზე მყოფ მედიას უხსნიდნენ, მხოლოდ პირის იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა მანამდე ისინი იმავე აქტივისტს სახელით მიმართავდნენ, ანუ იცოდნენ მისი ვინაობა.
პოლიციაში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხასაია დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა