Reuters: რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან მილიონობით საარტილერიო ჭურვი მიიღო

ბოლო ოც თვეში რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან მიიღო მილიონობით საარტილერიო ჭურვი. ეს სააგენტო Reuters-მა დაადგინა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელ ორგანიზაციასთან, Open Source Centre-თან (სათავო ოფისი ბრიტანეთში) ერთად ჩატარებული გამოძიებით.
საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირების და სხვადასხვა დოკუმენტის ანალიზმა აჩვენა, რომ ბოლო ოც თვეში ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში გაიგზავნა 64 პარტია, საერთო ჯამში, თითქმის 16 ათასი კონტეინერი. Open Source Centre-ის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ რუსეთმა ოთხი მილიონიდან ექვს მილიონამდე საარტილერიო ჭურვი მიიღო.
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსი სამხედროები დროდადრო სწორედ ჩრდილოეთ კორეისგან მიღებულ ჭურვებზე იყვნენ დამოკიდებული.
გამოძიების თანახმად, ფხენიანმა რუსეთს გაუგზავნა ბალისტიკური რაკეტები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც.
ჩრდილოეთი კორეა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს ცოცხალი ძალითაც ეხმარება.
პირველი ცნობები, რომ ფხენიანმა ს არმიის მხარდასაჭერად თავისი სამხედროები გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ხაბეიშვილს იმედი აქვს, რომ ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას გააღიზიანებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლისღვრით და უკრაინიზაციის პროცესით, ხაბეიშვილს მოიყვანს სათავეში