„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს ყრილობას გამართავს – პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნებიან კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე

„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მ განაცხადა.
„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო სთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა მ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის ახალი წესდებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 20-ის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა და მათ შორის აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაასახელა პარტიის ის წევრები, რომელთაც პოლიტსაბჭოს წევრებად 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე აირჩევენ.
„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკური საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა – , , , , დიმიტრი სამხარაძე, , ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი. პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე. ყრილობის გამართვის დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაგიზიარებთ “,- განაცხადა კობახიძემ.
კითხვას, დარჩებიან თუ არა კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე პარტიაში, პოლიტიკური საბჭოს დატოვების მიუხედავად, კობახიძე პასუხობს: „დიახ“.
„პოლიტსაბჭოს შემადგენლობა უცვლელი სახით დამტკიცდება, ბოლო პერიოდის განმავლობაში კახა კუჭავა და ეკატერინე ტიკარაძე არ იყვნენ ფაქტობრივად ჩართულები პარტიულ საქმიანობაში. მათთან გვქონდა საუბარი. ისინი აღარ არიან წარმოდგენილები პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია. თავის დროზე პოლიტსაბჭო 21 წევრის შემადგენლობით დამტკიცდა, ახლა ვამცირებთ. 15+1 იქნება შემადგენლობა“,- განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძემ უპასუხა კითხვას, დაესწრება თუ არა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობას. მისი თქმით, „პოლიტსაბჭოზე ეს თემა განხილვის საგანი არ ყოფილა“.
„მისი გადაწყვეტილება იყო ის, რაც უკავშირდებოდა პოლიტიკიდან გასვლას, თუ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება და გუნდი მიესალმება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.